მუსიკა

მუსიკა არის ხელოვნების სახე, რომელიც ასახავს სინამდვილეს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს. მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, კილო, მელოდია, ჰარმონია, ფაქტურა. მუსიკა შესაძლოა იყოს ერთხმიანი და მრავალხმიანი. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ სახეებად. ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხმა საკუთარი მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილი, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური ახროვნების თავისებურებებს.

წყარო:https://ka.wikipedia.org/wiki/მუსიკა

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე