მუსიკა არის ხელოვნების სახე, რომელიც ასახავს სინამდვილეს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს. მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, კილო, მელოდია, ჰარმონია, ფაქტურა. მუსიკავრცლად “მუსიკა”
