ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს კომპანია “იკანოს” მიერ პოლიფონიაში შესრულებული “ნირვანას” ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია.
მსმენელთა და მაყურებელთა ყურადღებას, სიმღერასთან ერთად, ამ გადააზრებული სიმღერის ქავერიც იპყრობს, სადაც ჯგუფის სოლისტი კურტ კობეინი ქართულ ნაციონალურ სამოსში ჩოხაშია წარმოსახული.
ამერიკულმა როკ-ჯგუფმა, სიეტლური გრანჟის სიმბოლოდ ქცეულმა „Nirvana“-მ პირველი ალბომი „Bleach“-ი 1989 წელს გამოუშვა, თუმცა მოულოდნელი პოპულარობა 1991 წელს ჩაწერილმა მეორე ალბომმა „Nevermind“-მა მოუტანა. ჯგუფმა სულ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა, თუმცა „Nirvana”-მ ხანმოკლე არსებობითაც შეძლო სამუდამოდ დარჩენილიყო ყველას ცნობიერებაში 90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკის მთავარ ხმად. 1994 წლის 5 აპრილს კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფი დაიშალა. ალბომ „Nevermind“-ში შესული პირველი, ყველაზე ცნობილი სიმღერა „Smells Like Teen Spirit“-ი 90-იანი წლების თინეიჯერებისა და ახალგაზრდების საკულტო სიმღერად იქცა.
მოულოდნელმა წარმატებამ ალტერნატიული როკის პოპულარობის მატება გამოიწვია, ხოლო ჯგუფის ლიდერ კობეინს მედიაში „თაობის წარმომადგენელს“ უწოდებდნენ. ნირვანას ამასთან, თაობა იქსის სიმბოლოდ თვლიდნენ. პასუხად ამაზე, ჯგუფმა მესამე ალბომი, In Utero (1993) გამოუშვა, რომელიც შეიცავდა დაუმუშავებელ, ნაკლებად მეინსტრიმულ ჟღერადობას და დააფიქრა ჯგუფის მსმენელები. მისი ასლების გაყიდულმა რაოდენობამ წინა ალბომის წარმატება ვერ გაიმეორა, მაგრამ კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსების მიერ იქნა აღიარებული.
Nirvana in 1993 (from left): Kurt Cobain, Krist Novoselic, Dave Grohl.
ნირვანას არსებობა შეწყდა კურტ კობეინის გარდაცვალებასთან ერთად, 1994 წელს, მაგრამ მას შემდეგ გამოვიდა რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც შეადგინეს ნოვოსელიჩმა, გროლმა და კორტნი ლავმა, კობეინის ქვრივმა. თავისი დებიუტიდან მოყოლებული, ნირვანამ მხოლოდ აშშ-ში 25 მილიონზე მეტი, ხოლო მსოფლიოში – 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად.2014 წელს იგი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.