როკ მუსიკა

Photo by Mike on Pexels.com
როკ-მუსიკა — მუსიკის პოპულარული ჟანრი, რომელიც განვითარდა 1960-იანების შემდეგ, განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები 1940 და 1950-იანების როკ-ენ-როლიდან აქვს. როკ-მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია R&B და ქანთრი მუსიკამ. როკ მუსიკა არის პოპულარული მუსიკის ფორმა,წინ წამოწეული ვოკალური მელოდიით,სადაც აკომპანიტედად გიტარა,დრამი და ბასი სდევს.როკ მუსიკის სტილი,კლავიშის მრავალ სახეობას იყენებს,როგორიცაა: ორღანი,პიანინო ან სინთეზატორი.მუსიკის ამ სტილს,ჩვეულებრივ ძლიერი ბიტი აქვს ფონად და ხშირადაა აწყობილი გიტარის მელოდეიბზე.
1950-იანი წლებში აშშ და მთელი მსოფლიო გატაცებული იყო როკ-ენ-როლით ვინაიდან ამ ჟანრს მრავალი, ფართე მსმენელისთვის საკამოდ მიმზიდველი თვისება ჰქონდა. ეს ეხება როგორც წმინდა მუსიკალურ ასპეკტს-ადვილად დასამახსორებელი მელოდია, შედარებით მარტივი ჰარმონია, ისე შინარსობრივ ასპეკტსაც, რაც გამოიხატება სასიყავრლო ტექსტებსა და საცეკვაო რიტმებში. აღსანიშნავია, რომ როკ-ენ-როლი ყოველთვის ასოცირდება ახალგაზრდობასთან, რაც არ არის გასაკვირი მისი განსაკუთრებული ენერგეტიკიდან გამომდინარე.
ამ პერიოდში თითქმის ყველა ჯგუფი როგორც აშშ-ში, ისე დიდ ბრიტანეთში, იწყებდა თავის მოღვაწეობას, როგორც როკ-ენ-როლის შემსრულებელი. მაგრამ დროთა განმალობაში ზოგიერთ, პროგრესულად განწყობილი მუსიკოსი თუ ჯგუფი, ცდილობდა გაერღვია როკ-ენ-როლის ჩარჩოები და მის საფუძველზე შეექმნა განსხვავებული სტილის მუსიკა. დიდი ბრიტანეთ მიუხედავათ ცხოვრების კონსერვატიული ტრადიციებისა, ყოველთის უსწრებდა აშშ-ს ნოვატორული იდეების ჩამოყალიობებაში. 1950-იანი წლების მიწურულს ბრიტანელ მუსიკოსთ გარკვეულმა ნაწილმა შემოიტანა როკ-ენ-როლისგან განსხვავებული ელემენტები – რილიური ბალადა და ეროვნულ ე.წ “Sciffle“-ტრადიოვიებზე აგებული არაორდინალური კომპოზიციების კულტურა. ამ მოვლენებს ადრინდელი ბრიტანული როკის (Early british rock) სახელი მიენიჭა და მათ მოუმზადეს ნიადაგი როკ მუსიკის, როგორც მიმდევრობის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულების წარმომადგენლები თავის შემოქმედებაში იყენებდნენ როგორც რიტ-ანდ-ბლუზის და როკ-ენ-როლის მუსიკალურ მიღწევებს, ისე საკუთარ, ეროვნულ ელემენტებს, რაც საკმაოდ მოულოდნელ ეფეკტს იძლეოდა. მუსიკის ტემპები ვარირდება ნელი ბალადიდან სწრაფ ცეკვამდე, საკრავიერი თანახლება საკმაოდ მძიმეა, ვოკალში თანდათანობით ჩნდება როკისთვის დამხასიათებელი “ხრინციანობა”, შემსრულებელთ ქცევა სცენაზე უფრო და უფრო ნერვიულ- აგრესიული ხდება. ადრინდელი ბრიტანული როკის მწვერვალი – ჯგუფების “The Beatles” და “The Rolling Stones” შემოქმედებაა.

ამავდროულად აშშ-ს ახალგაზრდობა ასევე იმყოფებოდა ახალი ტენდეციების ძიებაში, რის შედეგადაც მივიღეთ საინტერესო მიმდინარეობა, სადაც მუსიკი ტემპი საგრძნობლად შენელდა, ისტრუმენტული თანხლება დამძიმდა მძიმე, ხოლო ვოკალირი პარტია წამოიწია წინა პლანზე და ნაკლებად ჟღერადი გახდა. ვინადიან, მუსიკოსები ამ მიმართულებით საკუთარ ექაპერიმენტებს მეტ წილად მშობლების ავტოფარეხებში ატარედნენ, მუსიკის ეს მიმართულება “ავტოფარეხის როკის” (Garage rock) სახელითაა ცნობილი. აღსანიშნავია ასევე აშშ-შ გავრცელებული კიდე ერთი მიმდინარეობა, რომლემაც მსოფლიო როკ-მუსიკის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. – ე.წ. “სიორფ მუზიქ” (Surf music)  ეს მიმართულება როკის საკრავიერი  განშტოების წინამორბედია, რადგანაც მას არ გააჩნია ვოკალური პარტია. სიორფ-მუსიკოსები ძირითადად ასრულებდნენ საცეკვაო ხასიათის კომპოზიციებს, რომლებიც როკ-ენ-როლისგან განსხვავებით უფრო დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდნენ, ითხოვდნენ შემსრულებლისგან საკმაოდ მაღალ ტექნიკურ მომზადებას და ხშირ აზიურ მუსიკისთვის დამახასიათებელ ელემეტებს შეიცავდნენ. გარდა ამისა ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა სოლისტის იმპროვიზაციას. 

წყარო :https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/rok-musika6/home

მუსიკა

მუსიკა არის ხელოვნების სახე, რომელიც ასახავს სინამდვილეს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს. მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, კილო, მელოდია, ჰარმონია, ფაქტურა. მუსიკა შესაძლოა იყოს ერთხმიანი და მრავალხმიანი. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ სახეებად. ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხმა საკუთარი მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილი, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური ახროვნების თავისებურებებს.

წყარო:https://ka.wikipedia.org/wiki/მუსიკა

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე