Pink Floyd – COMFORTABLY NUMB

როკ მუსიკის ისტორიაში პინკი ალბათ ყველაზე უნივერსალური პერსონაჟია. Pink Floyd-ის საკულტო ნამუშევრის The Wall მთავარი გმირი იმ შინაგანი მდგომარეობის სიმბოლოა, რომლის გამოცდაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს. დამღლელი სამუშაო დღე, პრობლემები პირად ცხოვრებაში, დეპრესია – ხანდახან საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ უბრალოდ ყველაფერს გაერიდო და კომფორტულ უგრძნობლობაში უსმინო პინკის ყველაზე გულახდილ აღსარებას. კომპოზიციისვრცლად “Pink Floyd – COMFORTABLY NUMB”

The Doors -Light My Fire

Light My Fire 1966 წელს შეიქმნა და The Doors-ის სადებიუტო ალბომში შევიდა. ეს ერთადერთი კომპოზიცია იყო, რომლის ტექსტიც არა ჯგუფის ლიდერ ჯიმ მორისონს, არამედ გიტარისტ რობი კრიგერს ეკუთვნოდა. -“ერთ-ერთი რეპეტიციისას მორისონმა გვითხრა, სიმღერები არ გვყოფნის, ამიტომ სახლებში წავიდეთ და შევეცადოთ დავწეროთ. მე ვკითხე, რის შესახებ უნდა ყოფილიყო ეს სიმღერები. მან კი მიპასუხა, რაიმე უნივერსალურზე, რაცვრცლად “The Doors -Light My Fire”

HOTEL CALIFORNIA

როკ ჯგუფ Eagles-ის ეს სიმღერა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ მისი სახელწოდება ამა თუ იმ მოვლენის აღმნიშვნელ ტერმინადაც კი დამკვიდრდა. ეკონომისტები უცხოურ ინვესტიციებზე ფინანსური რეგულაციების ნეგატიურ გავლენას “სასტუმრო კალიფორნიის ეფექტს” უწოდებენ. ეს სახელი დაარქვეს აგრეთვე ერაყის ომის დროს ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ სამხედრო ოპერაციას და ა.შ. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს.  1977 წელს გამოცემული Hotel California “იგლზის” კარიერაში ყველაზე წარმატებული ჩანაწერი,ვრცლად “HOTEL CALIFORNIA”

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე